Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია


ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ზურგს უმაგრებს ნატოში გაწევრიანების კურსის მხარდამჭერი უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ნატოს სამიტში მონაწილე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციურ და სახელისუფლებო პარტიებს. „როცა საქმე ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ უნარი გაერთიანდნენ და საერთო პოზიცია გამოხატონ ქვეყნის სასარგებლოდ“ - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ნატოს ვარშავის სამიტის მონაწილე დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ვარშავის სამიტის ფარგლებში დღეს, თბილისის დროით 19 საათზე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები.

XS
SM
MD
LG