Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატმა ნატოს მოუწოდა საქართველოს მხარდაჭერისკენ


აშშ-ის სენატმა ნატოს მოუწოდა საქართველოს მხარდაჭერისკენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღიარებულია საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წვლილი და ნატოში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა. რეზოლუციაში ხაზგასმულია “ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუციაში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და აღნიშნულია, რომ 2014 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ყირიმი დაემატა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონოდ კონტროლირებულ ტერიტორიებს. აშშ-ის სენატი მხარს უჭერს ნატოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების დაძლევისკენ და ვარშავის სამიტის მონაწილე წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ერთობისა და სოლიდარობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.

XS
SM
MD
LG