Accessibility links

logo-print

სტოლტენბერგი: საქართველო წევრობის მსურველი ქვეყანაა


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოში წევრობის მსურველი ქვეყანაა და ალიანსი მასთან თანამშრომლობას განაგრძობს, მხარს უჭერს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში და რეფორმირებაში, ასევე ნატოს სტანდარტების მიღწევაში. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე ვარშავაში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, უცვლელი რჩება ფუნდამენტური პრინციპი, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, უსაფრთხოების რომელი კავშირის წევრობა სურს. „თუ საქართველო, უკრაინა ან სხვა რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტენ ნატოში გაწევრიანებას, გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ქვეყანა და ალიანსის 28 წევრი. სხვას არავის აქვს უფლება ამ პროცესის შეჩერებისა", თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

XS
SM
MD
LG