Accessibility links

logo-print

ობამა: პოლონეთმა დემოკრატია უნდა გააძლიეროს


ვარშავაში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა პოლონეთს, გააძლიეროს დემოკრატია. 8 ივლისს ობამამ განაცხადა, რომ მან თავისი შეშფოთება ბოლო პერიოდის მოვლენებზე, საკონსტიტუციო სასამარლოს გარშემო ჩიხზე, გაუზიარა პრეზიდენტ ონჯეი დუდას. ობამას თანახმად, პოლონეთის მმართველმა კონსერვატორებმა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, რათა ეპასუხათ აშშ-ისა და ევროპის შეშფოთებისთვის, მაგრამ მეტია გასაკეთებელი თქვა ობამამ. კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი პრესა დემოკრატიის მახასიათებლებია, დასძინა ობამამ. დუდას მისთვის არ უპასუხია. პოლონეთს აკრიტიკებენ ამ ქვეყნის მედიის კანონში ცვლილების და საკონსტიტუციო სასამარლოს გამო გამოწვეული ჩიხის გამო, რაც დემოკრატიული სტანდარტების უგულებელყოფას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG