Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანსუა ოლანდი რუსეთს უფრო პარტნიორად, ვიდრე მუქარად მიიჩნევს


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, განაცხადა, რომ რუსეთი განხილულ უნდა იქნეს არა მუქარად, არამედ პარტნიორად. ნატოს ფუნქცია არ არის, თქვას, როგორი უნდა იყოს რუსეთთან ევროპის ურთიერთობა, თქვა ოლანდმა ნატოს სამიტზე ჩასვლისას ვარშავაში. რუსეთი, საფრანგეთისთვის არ არის მეტოქე, არ არის მუქარა. რუსეთი პარტნიორია, რომელიც, მართალია, ხანდახან, და ეს მოხდა უკრაინაში, ძალას იყენებს, რაც დავგმეთ, როცა ყირიმის ანექსია გააკეთა, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. საფრანგეთი ნატოს ზოგიერთ სხვა წევრთან ერთად, მოითხოვს, რომ რუსეთთან კომუნიკაციის არხები ღია დარჩეს.

XS
SM
MD
LG