Accessibility links

საქართველო მზად არის, კიდევ ორი წლით დატოვოს სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთში


საქართველო ერთგული რჩება ნატოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებისა და მზად არის კიდევ ორი წლით დატოვოს სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთში. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა უთხრა ვარშავის სამიტზე რადიო თავისუფლების სპეციალურ კორესპონდენტს. ხიდაშელის განმარტებით, თბილისმა ეს გადაწყვეტილება მალევე მიიღო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ 2017 წლამდე დატოვებს თითქმის 9 000 ჯარისკაცს ავღანეთში, რომლის უსაფრთხოების ძალებს ჯერ კიდევ სჭირდებათ გარეშე დახმარება. ასევე ხიდაშელის თქმით, საქართველოს დელეგაცია მოელის, რომ ვარშავის სამიტის დეკლარაციაშიც ჩაიწერება ნატოს ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულება, რომ საქართველო გაწევრიანდება ალიანსში ყველა არსებითი კრიტერიუმის შესრულების შემდეგ, ოღონდ ერთი დათქმით: ხიდაშელის განმარტებით, ალიანსში გასაწევერიანებლად საქართველოსათვის უკვე აღარ იქნება საჭირო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), რაზეც მინისტრის თქმით, ნატოში უკვე შეთანხმებული არიან.

XS
SM
MD
LG