Accessibility links

ნატომ აშშ-გან გადაიბარა ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის ხელმძღვანელობა


ნატომ აშშ-გან გადაიბარა ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის ხელმძღვანელობა და კონტროლი. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 8 ივლისს ვარშავაში, ნატოს სამიტზე განაცხადა, რომ ესპანეთში ბაზირებული ამერიკული ხომალდები, თურქეთში განთავსებული რადარი და რუმინეთში განთავსებული გადამტაცი რაკეტები მზად არის ერთად სამოქმედოდ, ამასთან, ნატოს სარდლობით და ნატოს კონტროლით სამოქმედოდ. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანტისარაკეტო სისტემა მხოლოდ თავდაცვას ემსახურება და არის ფარი ევროატლანტიკური რეგიონის გარედან იერიშების მოსაგერიებლად და ამდენად, არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისათვის. რუსეთი ამ ანტისარაკეტო სისტემას მიიჩნევს პირდაპირ მუქარად თავისი ეროვნული უსაფრთხოებისათვის.

XS
SM
MD
LG