Accessibility links

logo-print

ქართულმა ფილმმა წარმატებას მიაღწია კარლოვი ვარიში


ქართველი კინორეჟისორის, რუსუდან გლურჯიძის ფილმმა „სხვისმა სახლმა“ გაიმარჯვა ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარის 51-ე საერთაშორისო ფესტივალის საგანგებო საკონკურსო პროგრამაში სახელწოდებით „დასავლეთის აღმოსავლეთი“. „სხვისი სახლი“ რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამუშევარია და კარლოვი ვარიში მისი მსოფლიო პრემიერა მოეწყო. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთისა და ხორვატიის ერთობლივი ნამუშევარია. კარლოვი ვარის კვირას დამთავრებული კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ბროლის გლობუსი“, გადაეცა უნგრულ მხატვრულ ფილმს „ეს არ არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო“ (რეჟისორი – საბოლჩ ჰაიდუ), ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზი მიენიჭა რუს რეჟისორს ივან ტვერდოვსკის მხატვრულ ფილმ „ზოოლოგიისთვის“.

XS
SM
MD
LG