Accessibility links

logo-print

მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციამ უკუაგდო რუსეთის მძლეოსანთა განაცხადები


მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციამ უკუაგდო რუსეთის მძლეოსანთა თითქმის ყველა განაცხადი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის. 136 სპორტსმენიდან თამაშებზე დაუშვეს მხოლოდ დარია კლიშინა, რომელიც დამოუკიდებელი სპორტსმენის სტატუსით გამოვა. რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციაში უსამართლოდ მიიჩნევენ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც უთხრა საერთაშორისო ასოციაციამ უარი რუსეთის სპორტსმენებს. 2015 წლის ნოემბერში საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო მაქინაციებზე მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში. 2016 წლის ივნისში მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო სააგენტომ რუსეთის სპორტსმენებს გაუგრძელა სანქციები და მხარი დაუჭირა მათ არდაშვებას ოლიმპიურ თამაშებზე. ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის სპორტსმენების მონაწილეობის საკითხს 18 ივლისს საბოლოოდ გადაწყვეტს ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო.

XS
SM
MD
LG