Accessibility links

logo-print

იაპონიაში მიმდინარეობს პარლამენტის ზედა პალატის არჩევნები


იაპონიაში მიმდინარეობს პარლამენტის ზედა პალატის არჩევნები. წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს მმართველი კოალიცია. მან შეიძლება მოიპოვოს ადგილების ორი მესამედი, ანუ კვალიფიციური უმრავლესობა, რაც მას საშუალებას მისცემს, პირველად შეცვალოს კონსტიტუცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქნა მიღებული. ამას გარდა, პირველი ეგზიტ-პოლების თანახმად, 1989 წლის შემდეგ პირველად, აბეს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია მოიპოვებს ადგილების უბრალო უმრავლესობას და გაუსწრებს კონსერვატიულ პარტიას.

XS
SM
MD
LG