Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ესპანეთში ვიზიტს იწყებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ესპანეთში ვიზიტს იწყებს და ამით დასრულდება მისი ევროპული ტურნე. იგი ვადაზე ადრე ასრულებს ტურნეს აშშ-ში რასობრივი დაპირისპირების ნიადაგზე გამოსვლებთან დაკავშირებით. კვირას ობამა მადრიდში შეხვდება ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს და პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის. ასევე ის ეწვევა სამხედრო-საზღვაო ბაზას სამხრეთ ესპანეთში, კადისის მახლობლად. სამხედრო ბაზაზე განლაგებულია აშშ-ის ოთხი სამხედრო გემი, რომელიც ევროპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის ნაწილს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG