Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში ათასობით პოლიციელი განათავსეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩთან დაკავშირებით


საფრანგეთის ათასობით პოლიციელი არის განთავსებული პარიზსა და მის შემოგარენში ევროპის ჩემპიონატის საფინალო მატჩის წინ, რომელშიც საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებ გუნდები ხვდებიან ერთმანეთს. 5000-ზე მეტი პოლიციელი განთავსდება ეიფელის კოშკის მახლობლად, ელისეს მინდვრებსა და სტად დე ფრანსის სტადიონზე, რომელიც მასპინძლობს ფინალურ მატჩს. გასულ წელს ამ სტადიონის მახლობლად სამმა თვითმკვლელმა მოაწყო ტერაქტები. საფრანგეთის პოლიცია და სამხედროები პარიზში პატრულირებენ ნოემბრის თავდასხმების შემდეგ, რომელთაც 130 ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG