Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსამა ბინ ლადენის ვაჟმა განაცხადა, რომ მამამისის მკვლელობისთვის შურს იძიებს აშშ-ზე


ოსამა ბინ ლადენის ვაჟმა ჰამზამ განაცხადა, რომ მამამისის მკვლელობისთვის შურს იძიებს აშშ-ზე. „ჩვენ ყველანი ოსამა ვართ“, თქვა მან 20-წუთიან აუდიომიმართვაში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა. ბინ ლადენი უმცროსი აცხადებს, რომ ის და მისი თანამოაზრეები იერიშებს განახორციელებენ როგორც აშშ-ის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ეს იქნება პასუხი პალესტინის, ავღანეთის, სირიის, ერაყის, იემენის, სომალისა და სხვა მუსლიმური მიწების ხალხთა ჩაგვრაზე, თქვა მან. ოსამა ბინ ლადენი 2011 წელს პაკისტანში იქნა მოკლული აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ. ეს ყველაზე სერიოზული დარტყმა იყო „ალ-ყაიდის“ ტერორისტული ქსელისთვის.

XS
SM
MD
LG