Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რეფერენდუმი არშემდგარად ჩაითვალა


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე რეფერენდუმი არშემდგარად ჩაითვალა მასში ამომრჩეველთა არასაკმარისი რაოდენობის მონაწილეობის გამო. კენჭისყრაში რესპუბლიკის ამომრჩეველთა მხოლოდ 1%-მა მიიღო მონაწილეობა. ამ საკითხზე ხელახალი რეფერენდუმი არაუადრეს ორი წლისა შეიძლება გაიმართოს. შაბათს ოპოზიციური ძალების ბლოკი, რომელიც რეფერენდუმს ემხრობა, კვლავ გამოვიდა მისი ბოიკოტირების მოწოდებით და მოითხოვა, კენჭისყრა შემოდგომაზე ჩატარდეს, რათა უკეთ მოხერხდეს მისი მომზადება. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ კვლავ უარი თქვა რეფერენდუმის თარიღის შეცვლაზე. 5 ივლისს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქ სოხუმშიო არეულობების შედეგად ოცამდე ადამიანი დაშავდა. ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მომხრეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ დამნაშავეობის ზრდისთვის. იმავე დღეს გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაპშბა.

XS
SM
MD
LG