Accessibility links

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა


პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. კვირას საღამოს პარიზის „სენ დენის“ სტადიონზე, ევროპის საფეხბურთო პირველობის ფინალურ მატჩში მისი მეტოქე იყო მასპინძელი გუნდი - საფრანგეთის ნაკრები. ერთადერთი გოლი დამატებით დროში, 109-ე წუთზე გაიტანა ედერმა. მანამდე, 25-ე წუთზე, პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მუხლის ტრავმა მიიღო და თამაშს გამოეთიშა. პორტუგალიელები პირველად გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

XS
SM
MD
LG