Accessibility links

logo-print

რუსეთი ვარშავის სამიტის შემდეგ ნატოს აკრიტიკებს


რუსეთი ნატოს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ვარშავის სამიტზე აქცენტი გაკეთებული იყო რუსეთიდან მომავალი „არარსებული“ მუქარის გამო. ორდღიანი შეხვედრის დროს ნატოს მეთაურობამ დაამტკიცა აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების ახალი განლაგება 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტთა მხარდაჭერის საპასუხოდ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი შეეცდება განმარტებები მიიღოს ამ საკითხზე ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე 13 ივლისს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აპირებს განმარტებები მიიღოს ნატოსგან ფინეთის გეგმის თაობაზე, ბალტიის ზღვაზე საჰაერო თავდაცვის განვითარების შესახებ.

XS
SM
MD
LG