Accessibility links

logo-print

ტერეზა მეი ბრიტანეთის პრემიერი გახდება


ბრიტანეთის პრემირ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს, 13 ივლისს, გადადგება, რაც გზას გაუხსნის ტერეზა მეის, გახდეს ბრიტანეთის შემდეგი პრემიერი. ბრიტანეთის კონსერვატორი კანონმდებელი, ანდრეა ლიდსომი, ერთ-ერთი ორი კანდიდატიდან, რომლებიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობას ლამობდნენ, მანამდე გამოეთიშა პაექრობას. ლიდსომმა განაცხადა, რომ მისი დასკვნით, არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს ძლიერი მთავრობა. ლიდსომმა, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლას უჭერდა მხარს, განაცხადა, რომ ვფიქრობ, მეი იდეალურია ამ ადგილზე, „ბრექსიტის“ საუკეთესო პირობებით განხორციელებისთვისო. მისი თქმით, ბრიტანეთს სასწრაფოდ სჭირდება ძლიერი მმართველობა რათა დაიწყოს ევროკავშირიდან გამოსვლის სამუშაოო. მეი 59 წლისაა და ბოლო ექვსი წელიწადია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზეა. ის ევროკავშირში მისი ქვეყნის დარჩენის მომხრე იყო, ახლა ამბობს, რომ იმას გავაკეთებთ, რაც ბრიტანელმა ხალხმა მოგვთხოვაო. მეის თანახმად, „ბრექსიტი ნიშნავს ბრექსიტს“, არ იქნება მეორე რეფერენდუმი, არ იქნება მცდელობა, კვლავ შევუერთდეთ ევროკავშირსო.

XS
SM
MD
LG