Accessibility links

აშშ ერაყში დამატებით გაგზავნის ასეულობით სამხედროს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ეშ კარტერი, ბაღდადში ჩავიდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის გარშემო ერაყის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად. კარტერის შეხვედრების თემა იყო ექსტრემისტული გაერთიანებისგან ქალაქ მოსულის კვლავ დაბრუნების გეგმა. კარტერმა განაცხადა, რომ აშშ დამატებით 560 ჯარისკაცს გაგზავნის ერაყის ჩრდილოეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. ერაყში კარტერის ჩასვლა მოჰყვა ამ ქვეყნის ჯარის მიერ ყაიარას სამხედრო-საჰაერო ბაზის დაკავებას. ეს ბაზა მოსულიდან 60 კილომეტრშია. კარტერმა ეს ოპერაცია "საკვანძო სტრატეგიულ გამარჯვებად" შეაფასა. ერაყში დამატებითი რაზმების ჩასვლის შემდეგ აშშ-ის ჯარის რიცხობრივი შემადგენლობა 4650-ს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG