Accessibility links

logo-print

სამხრეთ სუდანში გრძელდება ინტენსიური ბრძოლა


სამხრეთ სუდანში ზედიზედ მეხუთე დღეა, გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება მთავრობისა და ოპოზიციის ძალებს შორის. კორესპონდენტების ცნობით, დედაქალაქ ჯუბაში ხალხი ქუჩაში ვერ გადის სროლისა და აფეთქებების გამო. იუწყებიან ასევე, რომ საკმაოდ ინტენსიურია ბრძოლა ჯუბაში გაეროს შტაბბინის მახლობლად. ამ ბაზას თავს აფარებს 30 ათასამდე სამოქალაქო პირი. მთავრობის ორი ვერტმფრენი ავიაიერიშებს ახორციელებს ოპოზიციის ბაზასთან იმავე რაიონში, რომელშიც გაეროს შტაბბინა მდებარეობს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, 10 ივლისს დაიღუპა გაეროს ორი ჩინელი მშვიდობისდამცველი. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა დაგმო ბრძოლა და სამხრეთ სუდანის ლიდერებს მოუწოდა „გადამწყვეტი ზომებისაკენ“ ჯუბაში უსაფრთხოების აღსადგენად.

XS
SM
MD
LG