Accessibility links

logo-print

ევროპის ჩემპიონი პორტუგალიელები სამშობლოში დაბრუნდნენ


ლისაბონში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების დასახვედრად მას შემდეგ, რაც მან 10 ივლისს პარიზში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში დაამარცხა საფრანგეთის ეროვნული გუნდი. ლისაბონის აეროპორტიდან ევროპის ჩემპიონები, მათ შორის გუნდის კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ, ღია ავტობუსით გაეშურნენ ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციისაკენ, დედაქალაქის ქუჩების გავლით. ამასობაში, უეფამ ფრანგი თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი დაასახელა 2016 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად. ტურნირზე გრიზმანმა ყველაზე მეტი, ექვსი გოლი გაიტანა.

XS
SM
MD
LG