Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში 10-მდე ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად


ბაღდადში, სულ ცოტა, 9 ადამიანი დაიღუპა ბაზარში მოწყობილი აფეთქების შედეგად. თავდასხმა თვითმკვლელმა მოაწყო დანაღმული ავტომანქანით ბაღდადის, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ რაიონში. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფო" შიიტებს ერეტიკოსებად მიიჩნევს და მოწყობილი აქვს რამდენიმე თავდასხმა, რომელთა შედეგადაც ერაყში ბოლო თვეებში ასობით ადამიანი დაიღუპა. გუშინ ერაყში ვიზიტისას, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ეშ კარტერმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირებში ვაშინგტონი 500-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის ერაყში, ქალაქ მოსულზე კონტროლის აღდგენაში დასახმარებლად. მოსულს, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია, ამჟამად „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG