Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა უზბეკი აქტივისტისათვის გამოტანილი განაჩენი


ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ეთნიკური უზბეკი აქტივისტის, აზიმჯან ასკაროვისათვის გამოტანილი განაჩენი, სამუდამო პატიმრობა, და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ქვედა ინსტანციის სასამართლოს. ასკაროვი 2011 წლიდან იხდის პატიმრობას 2010 წელს ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ეთნიკური შუღლის გაღვივებაში და დაპირისპირების დროს პოლიციელის მკვლელობასთან კავშირში ბრალდების საფუძველზე. ასკაროვი ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე საუბრობს. უზენაესმა სასამართლომ ასკაროვის საქმე განიხილა უცხოეთის არაერთი მოწოდების გამო, გაათავისუფლონ ასკაროვი. 2010 წელს 450-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების შედეგად. დაღუპულების უმრავლესობა ეთნიკური უზბეკები იყვნენ, ათიათასობით ადამიანს მოუხდა შინიდან გაქცევა.

XS
SM
MD
LG