Accessibility links

ევროპელების დიდი ნაწილი ხედავს კავშირს მიგრაციის კრიზისსა და ტერორიზმის საფრთხეს შორის


ევროკავშირის 10 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ბევრი ევროპელი ხედავს კავშირს მიგრაციით გამოწვეულ კრიზისსა და ევროპაში ტერორიზმის საფრთხის მატებას შორის. 2015 წელს ევროპაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, უმეტესწილად სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან. მათი უმრავლესობა გეერმანიასა და შვედეთში ითხოვს თავშესაფარს. ვაშინგტონში დაფუძნებული „პიუს კვლევითი ცენტრის“ მონაცემებით, 10 ქვეყნიდან რვაში გამოკითხულების, სულ ცოტა, ნახევარი ფიქრობს, რომ მიგრანტები ზრდიან ტერორიზმის საფრთხეს. უნგრეთსა და პოლონეთში ასე ფიქრობს გამოკითხულების 76% და 71%. ორივე ქვეყანამ მიგრანტების შედარებით მცირე რაოდენობა მიიღო. გერმანიასა და შვედეთში კი, სადაც გაცილებით მეტი ლტოლვილი შეიფარეს, გამოკითხულების, სულ ცოტა, ნახევარი ამბობს, რომ მიგრანტები მათ ქვეყნებს აძლიერებენ თავიანთი ნიჭითა და მოტივაციით.

XS
SM
MD
LG