Accessibility links

logo-print

სლოვაკეთი ემხრობა საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის საპარლამენტო არჩევნებამდე მინიჭებას


ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა, სლოვაკეთი ემხრობა საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის საპარლამენტო არჩევნებამდე მინიჭებას. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა. „საქართველოს შემთხვევაში, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ პოლიტიკური კალენდარი და ის გარემოება, რომ იქ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის რაც შეიძლება მალე მინიჭება. და შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის მორიგე სლოვაკი ხელმძღვანელები ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ჩვენს ქართველ პარტნიორებთან და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოში და დავიწყებთ ტრიალოგს - თქვენთან, ევროპის პარლამენტთან კომუნიკაციის მიზნით. და ვაპირებთ დროულად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე დავასრულოთ ეს პროცესი. ეს მართლა მიმაჩნია ჩვენს პასუხისმგებლობად. შემდეგ ჯერი უკრაინაზე მიდგება“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს უვიზო რეჟიმის მისაღებად საჭირო პირობები, რასაც ადასტურებს ევროკომისია.

XS
SM
MD
LG