Accessibility links

logo-print

საარბიტრაჟო სასამართლო: ჩინეთს არა აქვს უფლება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სადავო ტერიტორიებზე


ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს დადგენილებით, ჩინეთს არა აქვს უფლება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სადავო ტერიტორიებზე და პეკინმა თავისი ქმედებებით დაარღვია ფილიპინების სუვერენული უფლებები. ჩინეთის მხარემ ბოიკოტი გამოუცხადა სასამართლოს სხდომებს, უარი თქვა მისი გადაწყვეტილების ცნობაზე და გამოთქვა მზადყოფნა, სამხედრო ძალაც გამოიყენოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავისი ინტერესების დასაცავად. ფილიპინებმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა ჩინეთის მიერ ხელოვნური კუნძულების შექმნა არქიპელაგში, რომელიც ფილიპინების საზღვრებთან ახლოს მდებარეობს. ჩინეთი კი ამტკიცებს, რომ მას ეკუთვნის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიის 80%-ზე მეტი. საქმე ეხება სადავო ტერიტორიას, რომელზეც პრეტენზიას ასევე აცხადებენ ვიეტნამი, ტაივანი, მალაიზია, ფილიპინები და ბრუნეი.

XS
SM
MD
LG