Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გაიხსნა საქართველოს მსგავსი პირველი სერვისცენტრი


უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნა ახალი ტიპის სერვისცენტრი, რომლის უპირატესობებს შორის გამოყოფენ ელექტრონული რიგის ფუნქციას და "გამჭვირვალე კაბინეტების სისტემას". დაწესებულების თანამშრომლები მოქალაქეებს გაუწევენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სამსახურებს. მათ შორის უმთავრესია მართვის უფლების გაცემა და გამოცვლა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია.

XS
SM
MD
LG