Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ იტალიაში 20 ადამიანი დაიღუპა რკინიგზაზე ავარიის შედეგად


სამხრეთ იტალიაში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად. დაშავდა 35 ადამიანი, მათგან 18 - მძიმედ. ავარია მოხდა ქალაქ ბარის მახლობლად. ოფიციალური პირების ცნობით, მგზავრებს შორის იყვნენ ბარის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ შეწყვიტა მილანში ვიზიტი და რომში დაბრუნდა რკინიგზაზე ავარიის გამო. დაწყებულია ინციდენტის მიზეზების გამოძიება.

XS
SM
MD
LG