Accessibility links

logo-print

"ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ


სასამართლო სხდომაზე პატიმრობა შეეფარდათ "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულ პირებს, მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს, რომლებიც უკვე დაკავებულები იყვნენ. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს, გუკა რჩეულიშვილი პროცესზე არ იმყოფებოდა, მასზე ძებნაა გამოცხადებული. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და ოთხივე პირს შეუფარდა პატიმრობა. ინფორმაცია ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც, მთავარი პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების გაფლანგვას უკავშირდება, საზოგადოებას პროკურატურამ 11 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიაწოდა.

XS
SM
MD
LG