Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაშმირში 32 ადამიანი დაიღუპა დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებების შედეგად


ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას მათ შორის სადავო ქაშმირის რეგიონში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის შედეგადაც, სულ ცოტა, 32 ადამიანი დაიღუპა. გასული კვირის ბოლოდან მოყოლებული, ქაშმირის ინდოეთის კუთვნილ ნაწილში ერთმანეთს უპირისპირდებიან დემონსტრანტები და პოლიციელები. გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ინდოეთის პოლიციამ 8 ივლისს მოკლა ქაშმირელი მეამბოხეების ლიდერი ბურჰან ვანი და შეზღუდა მის დაკრძალვაზე დასწრება. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი ყველა მხარეს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს მორიგი ძალადობის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ქაშმირელი სეპარატისტი ლიდერები საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებას და გენერალურ გაფიცვას მოითხოვენ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაშავებულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100-მდე სამართალდამცველი. ინდოეთმა და პაკისტანმა 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორჯერ იომეს ერთმანეთში ქაშმირის გამო. ამ რეგიონზე ორივე აცხადებს პრეტენზიას და ორივე მას ნაწილობრივ აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG