Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ხორვატიელი სერბების ლიდერი, სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული გორან ჰაჯიჩი


სერბიაში გარდაიცვალა ყოფილ იუგოსლავიაში ომების დროს სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირი, ხორვატიელი სერბი მეამბოხეების ლიდერი გორან ჰაჯიჩი. ის 57 წლის იყო. სერბიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტანიუგის“ ცნობით, ჰაჯიჩი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მას წაყენებული ჰქონდა ომის დანაშაულების და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ბრალდებები 1991-93 წლებში ხორვატიიდან ათასობით არასერბი სამოქალაქო პირის გაძევებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანის გამო. ჰააგის სამხედრო ტრიბუნალის მოსამართლეებმა აპრილში გამოაცხადეს, რომ გადაწყვიტეს ჰაჯიჩის გასამართლების შეწყვეტა კიბოთი მისი მძიმედ დაავადების გათვალისწინებით. ჰაჯიჩი 2011 წელს სერბიაში დააკავეს შვიდი წელი მიმალვაში ყოფნის შემდეგ. სასამართლო პროცესი 2012 წელს დაიწყო. მას 2014 დაუსვეს ტვინის კიბოს დიაგნოზი.

XS
SM
MD
LG