Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 ივლისს საქართველოს ეწვევა ევროკომისარი იოჰანეს ჰანი


14 ივლისს საქართველოს ეწვევა ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი. ის სიტყვით გამოვა ბათუმში რიგით მე-13 ყოველწლიურ კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა 2016” და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი ჯანელიძესთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან. ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 2007 წლიდან იმართება და ევროპასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობის მნიშვნელოვანი ფორუმია.

XS
SM
MD
LG