Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის კომიტეტი 5 სექტემბრის სხდომაზე კენჭს უყრის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს


ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს კენჭს უყრის 5 სექტემბრისთვის დაგეგმილ სხდომაზე. ამის შესახებ დღეს თბილისში, ჟურნალისტებს აცნობა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, სავიზო ლიბერალიზაციაზე ევროკავშირს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და საკითხი უკავშირდება მხოლოდ პროცედურას, რომელიც თანმიმდევრულად მიმდინარეობს შესაბამის სტრუქტურებში. დავით ბაქრაძის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. “ჩვენ ძალიან პოზიტიური განცდა გვაქვს და ასეთია ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებაც, ამიტომ, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ არასასიამოვნო სიურპრიზები ამ კუთხით არ იქნება“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

XS
SM
MD
LG