Accessibility links

logo-print

საქმიანობა განაახლა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისმა კომისიამ


დღეიდან საქმიანობა განაახლა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისმა კომისიამ, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის მუშაობას ექნება დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე ერთი თვეა, საარჩევნო კამპანია ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. „დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდით გადადონ და ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG