Accessibility links

logo-print

ეუთო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთში „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიის გამოქვეყნების გამო


ეუთო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, გამოაქვეყნოს „ტერორისტებისა და ექსტრემისტების სია“, რომელშიც ყირიმელი ჟურნალისტები და აქტივისტებიც არიან შეყვანილი. ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩი შიშობს, რომ სიის გამოქვეყნებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჟურნალისტებს. ხოლო ჩვენი რადიოს ვიცე-პრეზიდენტმა და მთავარმა რედაქტორმა, ნენად პეიჩმა დღეს პრაღაში განაცხადა, რომ რუსი ოფიციალური პირების მოქმედება მიმართულია „ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მათი ჟურნალისტური საქმიანობისათვის - ყირიმში მიმდინარე მოვლენების პატიოსნად, კრემლის მითითებისაგან დამოუკიდებლად გაშუქებისათვის“. სია 12 ივლისს გამოაქვეყნა რუსეთის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურმა. რუსეთის ლიდერებმა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ ამ სიაში შეიყვანეს 22 ადამიანი, რომელიც უკრაინის კუთვნილ ყირიმშია დაბადებული. მათ შორის არიან ნიკოლაი სემენა და ანა ანდრიევსკა, რომლებიც ყირიმის შესახებ ჩვენი რადიოს ვებსაიტთან თანამშრომლობენ, სიაშია რუსეთში დაპატიმრებული რამდენიმე უკრაინელიც, მათ შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი. შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ეუთო და საერთაშორისო მედიაორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ოკუპირებულ ყირიმში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის გამო

XS
SM
MD
LG