Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში შეშვებაზე უარი უთხრეს აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებლობის ერთ-ერთ ხელმძღვანელს


შეერთებული შტატების მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს თავმჯდომარე, ჯეფ შელი, რომელიც წუხელ საქმიანი ვიზიტით ჩაფრინდა მოსკოვში, ამბობს, რომ არ შეუშვეს რუსეთის ტერიტორიაზე მიუხედავად იმისა, რომ ვიზა ჰქონდა. ჯეფ შელის თქმით, ის აეროპორტში რამდენიმე საათი ჰყავდათ დაკავებული, ვიდრე შეიარაღებული მცველი მიაცილებდა თვითმფრინავამდე, რომელიც ამსტერდამში მიფრინავდა. მმართველთა სამაუწყებლო საბჭო არის შეერთებული შტატების ფედერალური უწყება, რომელსაც ექვემდებარება ჩვენი რადიოც, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმასთან და კიდევ რამდენიმე მაუწყებელთან ერთად. ჯეფ შელი როგორც აღნიშნავს, მისთვის არ უთქვამთ, რატომ უთხრეს უარი რუსეთში შეშვებაზე. ინციდენტის ფონია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაუარესებული დიპლომატიური ურთიერთობა. გასულ კვირაში მხარეებმა ერთმანეთის დიპლომატები გააძევეს. ჯეფ შელი არის ამერიკული მედიაკონგლომერატის, „ენბისი უნივერსალის“ (NBCUniversal) აღმასრულებელი დირექტორიც.

XS
SM
MD
LG