Accessibility links

ერაყში შვიდი ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად


ერაყში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ერაყელი სამართალდამცველების განცხადებით, ავტომანქანა აფეთქდა 13 ივლისს ბაღდადის ჩრდილოეთით, რაშიდიაში მდებარე ბლოკ-პოსტთან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ექსტრემისტების გაერთიანება ისლამურ სახელმწიფოს ამ ტიპის ბევრი აფეთქება აქვს მოწყობილი ერაყში. გუშინ რაშიდიაში ასევე დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ შეიწირა ცხრა ადამიანი.

XS
SM
MD
LG