Accessibility links

ბაქოში გაიმართება რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა


ბაქოში გაიმართება აზერბაიჯანის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევის, ჰასან როჰანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა 13 ივლისს განაცხადა, რომ სამი პრეზიდენტი 8 აგვისტოს შეიკრიბება. 12 ივლისს ამავე საკითხზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომლის თქმითაც, სამი ლიდერი მალე შეხვდება ერთმანეთს „რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმტით“. მოსალოდნელია, რომ დღის წესრიგში შევა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან, ორმხრივ ურთიერთობებთან და კასპიის ზღვის რესურსების განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები.

XS
SM
MD
LG