Accessibility links

logo-print

ნატომ და რუსეთმა განიხილეს აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის პოზიციის გაძლიერების საკითხი


ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრებისა და რუსეთის ელჩების შეხვედრა ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მოსკოვთან დაძაბულობის განმუხტვის გზებზე სასაუბროდ. ეს იყო ნატო-რუსეთის საბჭოს პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ნატოს ვარშავის სამიტზე შეთანხმდნენ აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე - უკრაინაში მოსკოვის აგრესიით გამოწვეული შეშფოთების გამო. ნატოს ლიდერებმა ვარშავაში გადაწყვიტეს ათას-ათასკაციანი ბატალიონების განთავსება პოლონეთში და ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში. ცნობების თანახმად, ნატო-რუსეთის შეხვედრაზე ისაუბრებს უკრაინასა და ავღანეთში შექმნილ ვითარებაზეც. რუსეთი მკაცრად აკრიტიკებს ნატოს გადაწყვეტილებას, ალიანსს აგრესიაში ადანაშაულებს და აფრთხილებს მას, რომ რეაგირებას მოახდენს თავის დასავლეთის საზღვრებთან ჯარების განთავსებით.

XS
SM
MD
LG