Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა ტერეზა მეი


ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი, ტერეზა მეი, ოფიციალურად გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც დედოფალმა ელისაბედ მეორემ 13 ივლისს დაამტკიცა დევიდ კამერონის განცხადება გადადგომის თაობაზე. მეის, რომელიც ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ევალება ქვეყნის გაძღოლა იმ პერიოდში, როცა რთული მოლაპარაკება გაიმართება ბრიუსელთან, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის საკითხზე. მეი ასევე შეეცდება დაამშვიდოს საფინანსო ბაზრები, სადაც მღელვარება შეინიშნება 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის შემდეგ - როცა ბრიტანეთის მოქალაქეთა უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ვარაუდობენ, რომ მეის კაბინეტში შეიქმნება ახალი პოსტი მინისტრისა, რომლის მოვალეობა განისაზღვრება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკების გამართვით.

XS
SM
MD
LG