Accessibility links

logo-print

აშშ რუსეთს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ფართო თანამშრომლობას სთავაზობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვში მიემგზავრება ჩანაფიქრით, რომ კრემლს შესთავაზოს უფრო ფართო სამხედრო თანამშრომლობა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც იუწყებიან, სირიაში გარდამავალი ხელისუფლების ფორმირების დაწყების თაობაზე შეთანხმების სანაცვლოდ. ჯონ კერის ორდღიანი ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში 14 ივლისს დაიწყება. რუსეთის ლიდერებთან შეხვედრის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი იქნება სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მომავალი და უკრაინის კონფლიქტი. „ვაშინგტონ პოსტის“ 13 ივლისის ინფორმაციის თანახმად ჯონ კერის წინადადებათა შორის არის თანამშრომლობის ახალი გეგმა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოსა“ და ალ ყაიდის სირიის ფილიალის „ალ-ნუსრას ფრონტის“ საბოლოო დამარცხებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG