Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი „ისტორიული ვიზიტით“ ესტუმრა ყირგიზეთს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ისტორიული ვიზიტით ესტუმრა ყირგიზეთს. დედაქალაქ ბიშკეკის აეროპორტში მას დეხვდა ქვეყნის პრეზდენტი ალმაზბეკ ატამბაევი. ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში მერკელმა და ატამბაევმა ორმხრივი მოლაპარაკება გამართეს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთში ვითარდება დემოკრატია, რაც ხელს უწყობს გერმანიასა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ყირგიზეთიდან მერკელი მონღოლეთშიმიემგზავრება , თუმცა არ გაჩერდება ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG