Accessibility links

ბრიტანეთის პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ბორის ჯონსონს შესთავაზა


ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზა ლონდონის ყოფილ მერსა და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოყოფის ერთ-ერთ თავგადაკლული მომხრეს ბორის ჯონსონს. რეპორტიორების შეკითხვაზე აპირებს, თუ არა იგი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოდიში მოუხადოს ბარაკ ობამას, რომელსაც ერთ დროს „ნახევრად კენიელი“ უწოდა, - ჯონსონმა განაცხადა, რომ „ამერიკა დიპლომატიური ურთიერთობების რიგის თავში იქნება“. ბორის ჯონსონს მხედველობაში ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები, ნათქვამი, ბრექსიტის რეფერენდუმის დროს „თუ ბრიტანელები მხარს დაუჭერენ ევროკავშირიდან გასვლას, მაშინ ქვეყანა აშშ-თან სავაჭრო ურთიერობის საკითხში, რიგის ბოლოში აღმოჩნდებაო“, - განაცხადა ობამამ. ბრიტანეთის კონსერვარტიული პარტიის ახალი ლიდერი, ტერეზა მეი, ოფიციალურად გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც დედოფალმა ელისაბედ მეორემ 13 ივლისს დაამტკიცა დევიდ კამერონის განცხადება გადადგომის თაობაზე. მეის, რომელიც ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ევალება ქვეყნის გაძღოლა იმ პერიოდში, როცა რთული მოლაპარაკება გაიმართება ბრიუსელთან, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე.

XS
SM
MD
LG