საფრანგეთის ქალაქ ნიცაში სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა, ხალხში სატვირთო მანქანის შეჭრის შედეგად. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა მაშინ, როცა ხალხი ფოიერვერკებს ადევნებდა თვალს ბასტილიის დღეს, ეროვნულ დღესასწაულზე. იუწყებიან, რომ მოკლულია მძღოლი, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა სანაპიროზე და შემდეგ ხალხის ჯგუფში შეიჭრა. პოლიცია მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.