Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი და სერგეი ლავროვი მოსკოვში მოლაპარაკებებს აწარმოებენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დაგმო ნიცაში განხორციელებული თავდასხმა და განაცხადა, რომ მსოფლიო ტერორიზმი დღეს უპირველესად სირიიდან ვრცელდება. კერიმ ეს განცხადებები მოსკოვში, თავის კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ გააკეთა. ჯონ კერიმ ასევე თქვა, რომ წინა დღით ჩატარებული მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან „პროდუქტიული“ და სერიოზული იყო. ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა, ასევე დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ კერისა და პუტინს არ განუხილავთ შესაძლო პირდაპირი სამხედრო თანამშრომლობა სირიაში. „მათ სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატები განიხილესო“ - თქვა პესკოვმა. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ აუცილებელია გუშინ დაწყებული საუბრის გაგრძელება. ჯონ კერიმ ასევე თქვა რომ მან და პუტინმა განიხილეს კონფლიქტი უკრაინაში და დასძინა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს „გადაუჭრელი საკითხები“.

XS
SM
MD
LG