Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ნიცაში თავდამსხმელი ტუნისელი ფრანგი იყო


საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადებით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში თავდასხმა წარმოშობით ტუნისელმა ადგილობრივმა მცხოვრებმა განახორციელა. ის პოლიციამ მოკლა. პოლიციელს თავდამსხმელის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით ის 31 წლის მუჰამედ ლოუაიეჟ ბულელი იყო. არსებული ცნობებით, პოლიციისთვის მისი ვინაობა ცნობილი იყო, მანამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, თუმცა რადიკალური ისლამთან კავშირში ის შემჩნეული არ ყოფილა. ფრანგული ტელეკომპანიის ცნობით თავდამსხმელს მეუღლე და 3 შვილი ჰყავს.

XS
SM
MD
LG