Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ში ჩატარდა წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები. კენჭისყრის პროცედურა 17:00 საათზე დასრულდა. როგორც სენატის წევრობის კანდიდატთა ნაწილი და არჩევნებზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, არჩევნებმა სახელმწიფო უნივერისტეტში ექსცესების და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები დღეს დილის 10:00 საათიდან ტარდება. აკადემიური პერსონალი და სტუდენტები სენატის 33 ახალ წევრს ირჩევენ, აქედან 12 მათგანი სტუდენტი, ხოლო 21 აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის წევრია. საარჩევნო კომისია გამარჯვებულ კანდიდატებს არა უგვიანეს 23:00 საათზე გამოაცხადებს.

XS
SM
MD
LG