Accessibility links

logo-print

კერიმ და ლავროვმა პატივი მიაგეს ნიცის ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საფრანგეთის საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს და გააკეთეს ჩანაწერები სამძიმრის წიგნში, ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. მანამდე კერიმ და ლავროვმა გამართეს ოთხსაათიანი შეხვედრა, რომლის მსვლელობაშიც განიხილეს ტერორზმთან ერთობლივი ბრძოლის სტრატეგია, ომები სირიასა და უკრაინაში და კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. 14 ივლისს ჯონ კერი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. შეხვედრას კერიმ „პროდუქტიული და სერიოზული“ უწოდა.

XS
SM
MD
LG