Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელად ანდრეი შევჩენკო დანიშნეს


უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო. ამ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ. ნაკრების ხელმძღვანელის პოსტზე შევჩენკო მიხაილ ფომენკოს შეცვლის. 39 წლის ანდრეი შევჩენკოს უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი - 48 გოლი აქვს გატანილი. პროფესიული საფეხბურთო კარიერა მან 1994 წელს, კიევის "დინამოში" დაიწყო. სხვადასხვა დროს შევჩენკო იტალიის "მილანისა" და ინგლისის "ჩელსის" ღირსებასაც იცავდა. მოთამაშის კარიერა მან 2012 წელს დაასრულა.

XS
SM
MD
LG