Accessibility links

logo-print

კერიმ და ლავროვმა ისაუბრეს სირიის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოთხ საათზე მეტხანს ისაუბრეს მოსკოვში შეხვედრისას, რომლის მთავარ განხილულ თემადაც სირიის კონფლიქტი სახელდება. წინა დღეს კი, 14 ივლისს, კერი შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, გამოთქვა შეშფოთება სირიის მმართველი რეჟიმის მიერ ზავის არაერთხელ დარღვევის გამო. ვაშინგტონს ბევრჯერ გამოუთქვამს კრიტიკა სირიაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მისამართით. ეს ინტერვენცია ძირითადად ემსახურება მოსკოვის ტრადიციული მოკავშირის, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გაძლიერებას. შეხვედრის შესვენების დროს კერიმ და ლავროვმა მონაწილეობა მიიღეს ცერემონიაში მოსკოვში საფრანგეთის საელჩოში. მათ ყვავილებით შეამკეს საელჩოს შესასვლელი 14 ივლისს ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.

XS
SM
MD
LG