Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა და მედვედევმა აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მონღოლეთში აზია-ევროპის ჯგუფის სამიტთან დაკავშირებით ვიზიტისას გამართეს შეხვედრა აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ. ორივემ გაამახვილა ყურადღება მინსკის სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად შესრულების აუცილებლობაზე. აზია-ევროპის ჯგუფის სამიტის დაწყებამდე, მისმა მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ნიცაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულების ხსოვნას. ულან-ბატორში სამიტზე შეკრებილებს შორის არიან ევროკავშირის, სამხრეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის, ჩინეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები. ორდღიანი შეხვედრის მიზანია ვაჭრობისა და ავიაციის სფეროებში გლობალური თანამშრომლობის გააქტიურება. ლიდერები მსჯელობენ ტერორიზმთან ბრძოლის გზებზეც.

XS
SM
MD
LG